Pages

Aug 20, 2011

ყვავილები ♥

დღევანდელი ჩემი თემა არის ყვავილები. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ყვავილებს მოგათმევენ ან როგორს ვინმეს აჩუქებ. ჩემი ყველაზე საყვარელი ყვავილი ვარდია! ძალიან მიყვარს, ლამაზია და სუნიც არაჩვეულებრივი აქვს! : ) გემოვნება ყველას თავისი აქვს ამიტომ, ჯობია ის ყვავილი შეარჩიოთ, რომელიც ადამიანს მოსწონს და არ ის რომელიც მოგწონნთ თქვენ (თუ ჩუქება გინდათ, რა თქმა უნდა : ) ) ! შეიძლება ვინმეს ჩემნაირად ვარდი მოსწონდეს, მაგრამ ვარდები ხომ სხვა და სხვა არსებობს. მე მომწონს ვარდისფერი ვარდი, არ მომწონს წითელი. შეიძლება ლამაზია, მაგრამ მაინც არ მომწონს. კიდევ არსებობს თეთრი ვარდი, მწვანეც, ყვითელიც და ასე შემდეგ...
ვარდზე ცოტა ნაკლებათ გვირილებიც მომწონს, იებიც.




მაგრამ რატომღაც ვარდების სურათები გამომექვეყნა. არის კიდევ ძალიან უცნაური ყვავილები, რომლების სახელი სამწუხაროდ არ ვიცი. : (
 მგონია, რომ ყვავილები იდეალური საჩუქარია. რა თქმა უნდა ქალებისთვის. 8 მარტი, 3 მარტი, 14 თებერვალი , შეიძლება 31 დეკემბერიც იდეალური დღეებია იმისთვის, რომ თქვენთვის საყვარელ ქალბატონს ყვავილები მიართვათ. რა თქმა უნდა დაბადების დღეზეც შეგიძლიათ ეს პატარა, მაგრამ არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთოთ თქვენ მეგობარს , და არა მარტო მეგობარს. : )

No comments:

Post a Comment