Pages

Aug 23, 2011

უსაქმურობა..

ალბათ ყველა ზოგჯერ უსაქმური რჩება. როცა მეგობრები წასულები არიან, და შენ სახლში ხარ და არაფერს აკეთებ, იმისთვის, რომ გაერთო.. ბუნებრივია, რომ ზოგს ეს მოსწონს (რაც ძალიან ცუდია), მაგრამ ზოგს არა..  ზოგი უბრალოდ თავს იტეხავს, რა აკეთოს, რით გაერთოს.. ზოგჯერ მეც უსაქმურად ვარ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ვიცი რაც უნდა ვაკეთო. და ახლა, ზუსტად ამაზეც დავწერ.. რა უნდა აკეთო, როცა უსაქმური ხარ..
 და აი ჩემი რამოდენიმე რჩევა.. 

    რჩევა პირველი : რა თქმა უნდა უსაქმურობის დროს არ იცი რა აკეთო.. ამიტომ შენ შეგიძლია წაიკითხო წიგნი.. ვიცი, რომ ეს სიტყვა "წიგნი" ზოგ ზოგი ერთებისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ წიგნის წაკითხვა მართლაც კარგია..

    რჩევა მეორე :
ბუნებრივია, რომ ყველა თქვენგანს გაქვთ კომპიუტერი, და ზოგჯერ ესეც გბეზრდებათ.. თუ გსურთ ტელევიზორთან დაჯექით და უყურეთ რამე საინტერესეო გადაცემას ან რავიცი, სერიალს.. მოკლედ რაც გინდათ ის..

   რჩევა მესამე : თუ ვთქვათ დაღლილი ხარ და მითუმეტეს, თუ უსაქმური ხარ უნდა დაიძინო...  ძილი თუ გიყვარს, მაშინ იცი რაც უნდა გააკეთო.. დაწექი და დაიძინე ..

   რჩევა მეოთხე : არის ასეთი შემთხვევები, როდესაც შენი მეგობრები ახლოს არიან, მაგრამ შენ მაინც უსაქმური ხარ. აქ მემგონი ფიქრიც არ უნდა , ისედაც მიხვდები რაც უნდა გააკეთო. დაურეკე შენს მეგობრებს და გარეთ გაიყვანე, ან ესტუმრეთ ერთმანეთს..

   რჩევა მეხუთე : ესეიგი.. მეგობრები ახლოს არ არიან, მაგრამ შენი ოჯახო სახლშია.. გირჩევ ოჯახთან გახვიდე სადმე გაისეირნო.. მაგალითად : პარკში , რამე გასართობ ადგილას.. მაგრამ გარეთ გასვლა თუ გეზარება, მაშინ რამე ითამაშეთ.. მენეჟრის დაგვარი რამე თამაში.. ამ შემთხვევაში გაერთობი ცოტას მაინც..

   რჩევა მეექვსე : ვიცი, რომ კომპიუტერი მოგბეზრდა, მაგრამ შენ შეგიძლია რამე კინოს უყურო.. არ არის აუცილებელი კომპიუტერში უყურო, შეგიძლია ტელევიზორშიც.. მთავარია საინტერესო იყოს შენი ფილმი.. 

 არაფერი ახალი მითქვამს.. თუ ეს ყველაფერიც მოგბეზრდა, კიდევ ერთ რჩევას მოგცემ.. არასდროს უნდა იყო უსაქმური.. რამე საქმით უნდა იყო დაკავებული.. სასურველია, რომ ეს საქმე იყოს სასარგებლო, როგორც შენთვის, ასევე გარემოსთვის..  რავიცი, წადი და ხე დარგი :D იმედი მაქვს, რომ ჩემ ყველა რჩევას გამოიყენებ.. ბოლო რჩევაზეც კარგად დაფიქრდი..  

კარგად იყავით.. : ) 

No comments:

Post a Comment