Pages

Aug 24, 2011

სიზმრები..



ყველას გვესიზმრება სიზმრები.. ზოგჯერ კარგი სიზმრები, მაგრამ ზოგჯერ ისეთები, რომ გეშინია კიდევაც.. მაგრმ ზოგჯერ ისეთი სიზმრები გვესიზმრება, რომ  გაღვიძებაც არ მოგინდება.. სიზმარი ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ცოტა მაინც იოცნებო (ზოგს ეს უყვარს, დამიჯერეთ , თან ძალიან :D )... ერთი მინუსია. რომ ყოველთვის ის არ გესიზმრება რაც გინდა ხოლმე..  თუმცა ზოგჯერ ის გვესიზმრება, რაც ძალიან გვიყვარს, მაგაზე ვოცნებობთ, და ის გვესიზმრება რაც ძალიან გახარებს.. ზოგჯერ გვესიზმრება ის ადგილები, რომლებიც ყველაზე ძალიან დაგვამახსოვრდა და ის ადგილება რომლებიც ყველაზე ძალიან მოგვეწონა.. ვისაც ძილი უყვარს, ის ალბათ სულ ყოველთვის ხედავს სიზმრებს.. ამგრამ არის ასეთი შემთხვევები, როცა სიზმრები არ გვესიზმრება, ან უბრალოდ არ გვახსოვს.. 

 ამბობენ, რომ რაც დაგესიზმრება , ის რაღაცას ნიშნავს..  აი მაგალითად : როცა ტირიხარ სიზმარში , ეს  კარგ რამეს ნიშნავს. კიდევ.. გველი სიზმარში - ცუდია.. მე ამ რაღაცეებში ცუდათ ვერკვევი და არც ისე ვარ დაინტერესებული, მაგრამ ერთს გეტყვით - ძილი და სიზმრების ნახვა ძალიან მიყვარს..  არის ასეთი შემთხვევები, როდესაც დიდ ხანს ხედავ რომელიმე ადამიანს, ის მერე გესიზმრება.. პირადად მეც მესიზმრებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, ვისაც ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე.. კიდევ შეიძლება ასეთიც რამ მოხდეს.. როცა ადამიანი გენატრება ან ძალიან დიდი ხანი არ გინახავს, შეიძლება, რომ დაგესიზმრეს.. ყველას თავისებური სიზმრები ესიზმრება..ზოგს ისეთები ესიზმრება, რომლებიც შეიძლება ახდეს კიდევაც.. მე პირადად რამოდენიმე ამიხდა.. ან შეიძლება სიზმარში ნახო რომელიმე ადგილი ან ადამიანი მაგალითად, და შემდეგ ეს რამ ნახო რეალობაში.. ძალიან უცნაური მოგეჩვენება, მაგრამ შეიძლება ნახო..


ტკბილი ძილი ♥

No comments:

Post a Comment